თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ მოქმედმა აგენტებმა ოთხჯერ სცადეს ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაცია. მიმდინარე პროცესების კულმინაცია მოითხოვს მსხვერპლს და ეს მსხვერპლი უკვე შერჩეულია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 10 დეკემბერი 2024, 16:11

საქართველოს წინააღმდეგ მოქმედმა აგენტებმა, რომლებიც პოლიტიკური თამაშის წესებს დიდი ხანია გასცდნენ და ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს ასრულებენ, ოთხჯერ სცადეს ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაცია. ამჯერად, ახლა განვითარებული მოვლენები ბოლო ცდაა და ისინი გაცხადებულად ვა ბანკზე მიდიან. მიმდინარე პროცესების კულმინაცია მოითხოვს მსხვერპლს და ეს მსხვერპლი უკვე შერჩეულია! პროცესების ამგვარი განვითარების გეგმა ცნობილია უსაფრთხოების სამსახურისათვის და ეს სამსახური ყველა ზომას მიიღებს ამის თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ამასთან აუცილებელია სიფრთხილე რომელიც ხალხმა და პირველ რიგში აქციაზე მდგომმა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს მოერიდონ სამშობლოს გამყიდველ მოღალატე ძალებთან ერთად დგომას, რადგან ისინი ევროპული მომავლის სახელით შერჩეულ მსხვერპლთა შორის ყველაზე მისაღებს არჩევენ.

„საქართველოს წინააღმდეგ მოქმედმა აგენტებმა, რომლებიც პოლიტიკური თამაშის წესებს დიდი ხანია გასცდნენ და ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს ასრულებენ ოთხჯერ სცადეს ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაცია.

ამჯერად, ახლა განვითარებული მოვლენები ბოლო ცდაა და ისინი გაცხადებულად ვა ბანკზე მიდიან.
მიმდინარე პროცესების კულმინაცია მოითხოვს მსხვერპლს და ეს მსხვერპლი უკვე შერჩეულია!

პროცესების ამგვარი განვითარების გეგმა ცნობილია უსაფრთხოების სამსახურისათვის და ეს სამსახური ყველა ზომას მიიღებს ამის თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ამასთან აუცილებელია სიფრთხილე რომელიც ხალხმა და პირველ რიგში აქციაზე მდგომმა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ.

გონს მოეგეთ და ოპოზიციას ნუ მისცემთ უფლებას თქვენ მათი დაკვეთით მოთამაშე ცვილის ფიგურებად გაქციონ.

შესაძლოა სწორედ თქვენ იყოთ მათი სამიზნე და მსხვერპლი!

ეს სახიფათოა! ეს საშიშია!

მოერიდეთ სამშობლოს გამყიდველ მოღალატე ძალებთან ერთად დგომას, ისინი ევროპული მომავლის სახელით შერჩეულ მსხვერპლთა შორის ყველაზე მისაღებს არჩევენ!

ბავშვი?! ორსული ქალი?! ხანდაზმული ქალბატონი?! ჟურნალისტი?! გთხოვთ გამოიჩინეთ სიფრთხილე!!!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
არქივი