თამარ ჩიბურდანიძე: პეჩორის ლავრაში წმინდანების ხატების ნაცვლად საკუთარი ფოტოები დაკიდეს. რუსთაველზე, შობის მარხვაში ლოცვის ნაცვლად, მაცხოვრის ხატი დაწვეს! რისხვა, რომელიც უკრაინელებს თავს დაატყდათ, ქართველებმა უნდა ავირიდოთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 10 დეკემბერი 2024, 13:33

უღმერთობამ გადაუარა და გადათელა ყველაფერი ღირებული დასავლეთში, მაგრამ ყველა დაცემას აღდგომა მოსდევს! საქართველო უფლისაა და აქ უკრაინა ვერ განმეორდება, ვერც ეკლესია წაიბილწება. ამ განსაცდელს რწმენით და გონებით გადავიტანთ!, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ღვთის რისხვა, რომელიც უკრაინელებს თავს დაატყდა ქართველებმა უნდა აირიდონ.

„მაინტერესებს იმ „ელიტის“ მოსაზრებები გუშინდელ დღეზე, ვინც რუსთაველზე დადის საპროტესტო აქციებზე. ბევრი მათგანი „მორწმუნეა“ და ეკლესიებში ხშირად მინახავს წირვებზე. მოსწონთ ეს? ხვდებიან რა კატეგორიის გვერდით დგანან და ვის ინტერესებს ემსახურებიან? თუ კიდე გაჰკივიან - ევროპა გვინდაო?

სწორედ ეს არის ჩვენს შორის განსხვავება: მათ სატანისტური, ურწმუნო და ღირებულებებისგან დაცლილი ევროპა უნდათ. ჩვენ კი ქრისტიანული, სამართლიანი და ღირებულებებით სავსე. შეიძლება ვიღაცამ თქვას, სად არის მერე ეგეთი ევროპაო? არის და ერთ-ერთი ჩვენ ვართ!

პეჩორის ლავრაში წმინდანების ხატების ნაცვლად საკუთარი ფოტოები დაკიდეს. რუსთაველზე, შობის მარხვაში ლოცვის ნაცვლად, მაცხოვრის ხატი დაწვეს! რისხვა, რომელიც უკრაინელებს თავს დაატყდათ, ქართველებმა უნდა ავირიდოთ!

უღმერთობამ გადაუარა და გადათელა ყველაფერი ღირებული დასავლეთში, მაგრამ ყველა დაცემას აღდგომა მოსდევს! საქართველო უფლისაა და აქ უკრაინა ვერ განმეორდება, ვერც ეკლესია წაიბილწება. ამ განსაცდელს რწმენით და გონებით გადავიტანთ!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე, არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მის მიმართ მიდგომა ანალოგიური იქნებოდა
დავით ქართველიშვილი: რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო და ახალი დავალება
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
არქივი