ზაალ ანჯაფარიძე აქციის მონაწილეების მიერ კუბოს დაწვაზე: შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამ მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ იმიტომ, რომ სჯერათ, სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 10 დეკემბერი 2024, 12:57

ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი ვინც თვლის, რომ „ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“. სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი სხვებს და ა.შ. - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამგვარი სცენები რომ მიუღებელია ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის, ეს შესანიშნავად იციან კუბოს დაწვის ინიციატორებმა, თუმცა მაინც აკეთებენ, რადგან სჯერათ, რომ სხვებსაც გადაიყვანენ მათ ჭკუაზე. სწორედ ამ მიზნით, ანჯაფარიძის თქმით, საქართველოში გაუმჭვირვალედ იხარჯება მილიონები.

„ჩვენი სოცქსელები და მედია მხოლოდ ერთი დღით დაიპყრეს ამ ამაზრზენმა სცენებმა. მე ცოტა სხვა კუთხით შევხედავდი ამას და დავსვამდი კითხვას: ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი ვინც თვლის, რომ „ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“. სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი სხვებს და ა.შ.

მათ შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამეები მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ სჯერათ, რომ რაღაც ეტაპზე სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ. იმისათვის რომ ეს დაჩქარდეს, აქ იხარჯება მილიონები (გაუმჭვირვალედ!)“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
არქივი