გიორგი ცუცქირიძე აქციაზე ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: გამოჩნდა, რომ ამ პროტესტს სიტყვის და სინდისის თავისუფლებასთან, მით უმეტეს ევროპულ არჩევანთან, საერთო აღარაფერი აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 10 დეკემბერი 2024, 12:56

გუშინ ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის პერფორმანსი, მოგვაგონებდა არა გზას ევროპისკენ, არამედ საბჭოთა წითელი ტერორის პერიოდს, როდესაც ბოლშევიკები რელიგიის ამოსაძირკვად გუმბათებს ხდიდნენ და ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და წვავდნენ ხატებს, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, სრული ბლეფი აღმოჩნდა სტუდენტი ახალგაზრდობის თვითორგანიზებად შეფუთული გამოსვლებიც, პასუხისმგებლობა მთელ ამ პროცესებზე კი ეკისრება "ნაცურ" ოპოზიციას, გარე დამკვეთებთან ერთად, რომლებიც რეალურად ამ პროცესების უკან დგანან, როგორც ფინანსებით, ისე პარტაქტივით.

ცუცქირიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ვანდალიზმში გადაზრდილი ეგზალტირებული ბრბოს ქუჩის ამბოხი, არსად ქვეყნის სასიკეთოდ არ დასრულებულა და მომიტინგეების მიერ პროტესტის ძალადობრივი ფორმის არჩევისთანავე ცხადი იყო, თუ როგორ განვითარდებოდა პროცესები.

"გუშინ ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის პერფორმანსი, მოგვაგონებდა არა გზას ევროპისკენ, არამედ საბჭოთა წითელი ტერორის პერიოდს, როდესაც ბოლშევიკები რელიგიის ამოსაძირკვად გუმბათებს ხდიდნენ და ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და წვავდნენ ხატებს. როდესაც მომიტინგეებმა აირჩიეს პროტესტის ძალადობრივი ფორმა, უკვე ცხადი იყო თუ რა განვითარებასაც მიიღებდა პროცესები. გუშინაც გამოჩნდა, რომ ამ პროტესტს აღარაფერი საერთო არც სიტყვის და სინდისის თავისუფლებასთან, მით უმეტეს ევროპულ არჩევანთან არა აქვს და ვერც ექნებოდა, რადგან ვანდალიზმში გადაზრდილი ეგზალტირებული ბრბოს ქუჩის ამბოხი, არსად ქვეყნის სასიკეთოდ არ დასრულებულა", - აღნიშნა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, სრული ბლეფი აღმოჩნდა სტუდენტი ახალგაზრდობის ვითომდა თვითორგანიზებად შეფუთული გამოსვლებიც, პასუხისმგებლობა მთელ ამ პროცესებზე კი ეკისრება ნაცურ ოპოზიციას, თავიანთ გარე დამკვეთებთან ერთად, რომელიც რეალურად დგას ამ პროცესების უკან, ფინანსებითაც და პარტაქტივითაც.

"და რა დროც გავა, კიდევ უფრო მეტს გავიგებთ, თუ რა ძალები იდგენ ქვეყნის წინააღმდეგ, ამ შეთქმულების უკან! ახალგაზრდობის ის მოტყუებული ნაწილი, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ჩართული აღმოჩნდა ამ კარგად შენიღბულ ავანტიურაში, იმედია მიხვდება თუ რა სახიფათო თამაშში აღმოჩნდნენ ჩათრეული. აქ არაფერს ვიტყვი გაფიცულ და ერთმანეთის წამხედვარე ე. წ ხელოვნების მუშაკებზე თუ სხვადასხვა სფეროს ცალკეულ წარმომადგენლებზე, ასე ფინთი გოიმებივით, რომ წამოიკიდეს! მათაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ტოტალური ბულინგის ამ გზას მივყავართ არა უკეთეს მომავალში, არამედ გვაბრუნებს ბნელ წარსულში. ამ ბოლშევიზმთან თანაზიარ ლიბერალურ ფაშიზმზე, რომელიც თავის ბოლო კუდს იქნევს მსოფლიოში, იტყვის გალაკტიონი: “გზა იყო უდაბური, უსახო, უპირქუბო. მიჰქონდათ კიდევ კუბო... ყორნების საუბარი: დარეკე! დაუბარე!" - წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე, არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მის მიმართ მიდგომა ანალოგიური იქნებოდა
დავით ქართველიშვილი: რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო და ახალი დავალება
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
არქივი