დავით ქართველიშვილი: მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს რიტუალური დაწვა, რომელიც გუშინ „მშვიდობიანი“ აქციის დროს თბილისში ვიხილეთ, შეიძლება შევიყვანოთ მსოფლიო საპროტესტო მოძრაობების „ნოუ-ჰაუდ“, ისევე როგორც ბავშვების გამოყენება ცოცხალი ფარების თუ თავდამსხმელების როლში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 10 დეკემბერი 2024, 11:32

„პრინციპში, ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს რიტუალური დაწვა, რომელიც გუშინ „მშვიდობიანი“ აქციის დროს თბილისში ვიხილეთ, ასევე შეიძლება შევიყვანოთ მსოფლიო საპროტესტო მოძრაობების „ნოუ-ჰაუდ“, ისევე როგორც ბავშვების გამოყენება ცოცხალი ფარების, თავდამსხმელებისა თუ პოტენციური საკრალური მსხვერპლთა როლში. მე მაინც მგონია, რომ შემდგომ ინოვაციად ვიხილავთ „ქოცურ“ ახალ წელს „ქოცების“ დამონტაჟებული „ქოცური“ ნაძვის ხის საზეიმო დაწვას“,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილი იხსენებს მსოფლიოში სხვადასხვა დროს განხორციელებულ მსგავს ფაქტებს და აცხადებს, რომ ეს ქმედებები იყო ანტირელიგიური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიის აღმოფხვრას მარქსისტული იდეოლოგიის შესაბამისად.

ამავე იდეოლოგიის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს იქ აღმართული ჯვრის ჩაწიხლვის ყოველდღიური ევროპული რიტუალი.

„პრინციპში, ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს რიტუალური დაწვა, რომელიც გუშინ „მშვიდობიანი“ აქციის დროს თბილისში ვიხილეთ, ასევე შეიძლება შევიყვანოთ მსოფლიო საპროტესტო მოძრაობების „ნოუ-ჰაუდ“, ისევე როგორც ბავშვების გამოყენება ცოცხალი ფარების, თავდამსხმელებისა თუ პოტენციური საკრალური მსხვერპლთა როლში. მე მაინც მგონია, რომ შემდგომ ინოვაციად ვიხილავთ „ქოცურ“ ახალ წელს „ქოცების“ დამონტაჟებული „ქოცური“ ნაძვის ხის საზეიმო დაწვას. მანამდე კი გავიხსენოთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილება. მაგალითად, 2015 წელს, სატანური ტაძრის წევრებმა დეტროიტში მშობლების მიერ ჩატარებული აბორტის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დადგეს თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც სასულიერო პირების სამოსში გამოწყობილი მამაკაცები რძეს ასხამდნენ დაჩოქილ ქალებს.

მსგავსი რამ სავსებით შეიძლება გამოიყენონ ადგილობრივმა შიგ-ევროპელებმაც. ვის რას დაასხამენ ძნელია ვივარაუდოთ, მაგრამ სასულიერო სიმბოლიკას რომ შეეხებიან - სავსებით მოსალოდნელია. გავიხსენოთ ასევე 2023 წელს ყურანის "საზეიმო" დაწვა შვედეთში (სტოკჰოლმში), სადაც ყურანი შეურაცხყვეს და დაწვეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დროს. ამ აქტმა გამოიწვია ფართო საერთაშორისო რეზონანსი და დაგმობა სხვადასხვა სახელმწიფოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან. სავსებით შესაძლებელია 25 დეკემბერს რუსთაველზე დაწვან "ქართული", არა-შიგ-ევროპული სახარება 7 იანვრის შობის გაპროტესტების ფარგლებში. არა მხოლოდ ყურანი გავიხსენოთ - იმავე 2023 წელს იმავე შვედეთში თორები და ბიბლიები დაწვეს, რაზეც შიგ-ევროპულმა შვედურმა პოლიციამ სტოკჰოლმში თორებისა და ბიბლიების დაწვის ნებართვა გასცა ისრაელის საელჩოს მახლობლად ტერიტორიაზე. ეს ქმედება ასევე მიზნად ისახავდა, რელიგიის უარყოფისა და მის მიმართ სიძულვილის პროტესტს, რამაც ასევე რელიგიური ლიდერების დაგმობა გამოიწვია.

ამ ყველაფრის სათავეს კი ვპოულობთ საერთაშორისო შიგ-ევროპელი ნეო-ტროცკისტების დეკლარირებულად მიუღებელ საბჭოთა კავშირში, სადაც 1930 წელს ხატების მასობრივი დაწვა განხორციელდა ნოგინსკში (ყოფილი ბოგოროვსკი) და გლუხოვოში. ეს ქმედებები იყო ანტირელიგიური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიის აღმოფხვრას მარქსისტული იდეოლოგიის შესაბამისად.

ამავე იდეოლოგიის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს იქ აღმართული ჯვრის ჩაწიხლვის ყოველდღიური შიგ-ევროპული რიტუალი. მოკლედ, რას არ გააკეთებ ევროპაში შიგ-ევროპულად მოსახვედრად. არა - კაცურად, არა - ღირსებით, არა - ქართულად, არამედ - შიგევროპულად. კვლავ მახსენდება რუსი მგალობლის მიერ ქართული საცისკრო გალობის შეცდომით შესრულება - "აუარებდით უფალსა...„მაგივრად ის „აუვარდებით უფალსა" გალობდა. რაზეც იღუმენიამ უხმო: „აუვარდები დაო უფალსა და კარგ ჩიტსაც დაიჭერ“,- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
არქივი