დავით ჩიხელიძე: გუშინდელმა აქცია-პერფორმანსმა გვაჩვენა, რომ რუსთაველზე სექტანტები დგანან, მათ სპეცრაზმელების შემდეგ იესო ქრისტე დაწვეს, ეს ყველაფერი საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 10 დეკემბერი 2024, 10:51

პროტესტსაც საკუთარი ფორმა და საზღვრები აქვს, მესმის მაიდნის სცენარს მიყვებით, მაგრამ დაფიქრდით რას აკეთებთ, იესო ქრისტეს გამოსახულებიანი სასახლის დაწვა გამოხატვის თავისუფლება არ არის! - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში და აქციის მონაწილეებს მიმართავს.

„გუშინდელმა აქცია-პერფორმანსმა გვაჩვენა, რომ რუსთაველზე არა გულანთებული ახალგაზრდები, არამედ სექტანტები დგანან, მათ სპეცრაზმელების შემდეგ იესო ქრისტე დაწვეს, ეს ყველაფერი ცდება მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს და საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, მათ შორის არაქრისტიანი მოსახლეობის. პროტესტსაც საკუთარი ფორმა და საზღვრები აქვს, მესმის მაიდნის სცენარს მიყვებით, მაგრამ დაფიქრდით რას აკეთებთ, იესო ქრისტეს გამოსახულებიანი სასახლის დაწვა გამოხატვის თავისუფლება არ არის! აქციაზე რეალურად უსამშობლო, სექტანტები დგახართ, ჯერ იყო და ლგბტ წყვილების კოცნით „გაგვანებივრეთ" შემდეგ ბავშვები ჩართეთ აქციაში, შემდეგ ვიღაც ულვაშიანი ბიჭი გვიმტკიცებდა რომ ფერია არის, ახლა კი იესო ქრისტე დაწვით. სექტანტები ხართ აბა ვინ ხართ”- წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
ჩვენს გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება - მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში
დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“
არქივი