19
09 დეკემბერი 2024, 19:40
მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის (WJP) მიერ განხორციელებული 2024 წლის კვლევის თანახმად, საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსში 142 სახელმწიფოს შორის 49-ე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ამავე ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადილზეა.
გლობალურ რეიტინგში, საქართველო უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც შესაბამისად, 88-ე და 64-ე ადგილზე არიან.
მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი აფასებს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობის ძალაუფლების გადანაწილების, კორუფციის არარსებობის, ღია მთავრობის, ფუნდამენტური უფლებების დაცვის, წესრიგისა და უსაფრთხოების, აღსრულების, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობას და ქვეყნებს შესაბამის რეიტინგებს ანიჭებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |