ლევან იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 09 დეკემბერი 2024, 19:35

აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„არასოდეს დამიმალავს და არც ახლა დავმალავ იმას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ. როდესაც პოლიციელებს ესვრიან ჯოხებს, პიროტექნიკას ან ნებისმიერ რამეს. ამას გამართლება არ აქვს, ორი აზრი არ არის“, - აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ის 300-ზე მეტ დაკავებულს შეხვდა.

„300-ზე მეტ დაკავებულს შევხვდი პირისპირ და მათი ძალიან დიდი უმრავლესობა, 200-ზე მეტი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, არასათანადო მოპყრობას და ა.შ.“, - განაცხადა იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი მომღერლების ბულინგზე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რადიკალების დღის წესრიგში არ ჯდება, ყველა მათგანზე მიდის ბულინგი. უნდათ, რომ მოქალაქეებს, ბავშვებს ახალი წელი წაართვან. საშინელი, ამაზრზენი ფაქტია
ლევან მაჭავარიანი: ბიზნესის ნაწილი აფინანსებს ოპოზიციურ, რადიკალურ პარტიებს. ეს მეტყველებს იმაზე, როგორი დემოკრატიაა საქართველოში - ბევრი ბიზნესმენია და ეს გასაჯაროვდება კიდევაც, რომლებიც ფულს რუსეთშიც შოულობენ
განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გარემოს ეროვნული სააგენტო 28-29 დეკემბერს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიცია რასაც აანონსებს, რომ შევლენ და გაამაგრებენ პრეზიდენტის სასახლეს, საქმე შეიძლება გვქონდეს ჯგუფური დანაშაულის ჩადენასთან, რასაც კანონი მკაცრად უპირისპირდება
არქივი