საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინგოროყვას კლინიკაში „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი მოინახულეს. ელჩებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ლატვიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები.
ისინი თავდაპირველად ნოდარ მელაძეს და კლინიკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამის შემდეგ მოინახულეს დაშავებულები და ადგილზე გაეცნენ მათ მდგომარეობას.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს. პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |