პაველ ჰერჩინსკი - ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს საშუალება, იმუშაოს თავისუფლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 09 დეკემბერი 2024, 17:53

ჩვენ დავგმეთ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარე ძალადობა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით დაუშვებელია, როცა მიმართულია მედიის წარმომადგენლების მისამართით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები.

„ეს არის პრინციპები, რაზეც ევროკავშირი დგას. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავგმეთ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარე ძალადობა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით დაუშვებელია, როცა მიმართულია მედიის წარმომადგენლების მისამართით, ნებისმიერი მედიის წარმომადგენლის. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი საქმე აკეთონ თავისუფლად. პირადად მე შოკირებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა ადამიანი იქნა ნაცემი, სასტიკად ნაცემი საქართველოს დროშის ფრიალის გამო. ეს ნამდვილად გულგასატეხია და გულწრფელად იმედს ვიტოვებ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდება ძალადობის ეს უპრეცედენტო დონე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „როგორ შეაფასებთ „ტვ იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმას, ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების სია, რას ფიქრობთ, ეს ფაშიზმის მანიფესტაციაა, თუ შესაბამისობაშია დემოკრატიასთან“, რაზეც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერ ძალადობას გმობენ.

„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ნებისმიერისკენ მიმართულს. ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ჟურნალისტებზე. ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს საშუალება, იმუშაოს თავისუფლად და აკეთოს თავისი საქმე ძალადობისა და დაშინების გარეშე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
ირაკლი კობახიძე: როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები უკრაინული „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც, ამ კოორდინირებული ქმედების მიზანია ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ნიკა გვარამია - ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს
მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
არქივი