ედიშერ გვენეტაძე: ადამიანური გრძნობებისაგან შორს მყოფმა ავაზაკებმა დაგეშილი გიენებივით დაიწყეს მსხვერპლის ირგვლივ როკვა და გაბმული ყმუილი, სინამდვილეში, გულწრფელი აღმოჩნდა გარდაცვლილის ქალიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 07 დეკემბერი 2024, 17:33

სხვის უბედურებაზე გამდიდრება და საკუთარი ბედნიერების აგება რომ მიზნად დაუსახავთ ამ ავაზაკებს და ცხოვრების წესად აქვთ ქცეული ეს ნათლად გამოჩნდა, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გარდაცვლილი ქალბატონის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სპეკულაციებზე.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.

აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არაერთხელ მითქვამს-გათახსირებული ადამიანებისაგან, რომელთაც ყველგან და ყველაფერში სისხლისა და ფულის სუნი ელანდებათ და სცემთ გასაკვირი არაფერია. ასეა ამჯერადაც. სხვის უბედურებაზე გამდიდრება და საკუთარი ბედნიერების აგება რომ მიზნად დაუსახავთ ამ ავაზაკებს და ცხოვრების წესად აქვთ ქცეული ეს ნათლად გამოჩნდა დღევანდელ დღეს ამ გიენათა მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც ერთი არამზადას საინფორმაციო ღრუს მიხედვით თითქოსდა ქალბატონი, რომელმაც ტელევიზორში ნახა, რომ მის შვილს მიტინგზე სცემდნენ, მის დასახმარებლად ავტომობილით გაემგზავრა. გზაში ავტოავარიაში მოხვდა და გარდაიცვალა.

ადამიანური გრძნობებისაგან შორს მყოფმა და ჩასაფრებულემა სხვა ავაზაკებმა რაკიღა იყნოსეს ფულის შოვნის შესაძლო ვარიანტი, მყისვე დაგეშილი გიენებივით მოუთმენლად დაიწყეს მსხვერპლის ირგვლივ როკვა და გაბმული ყმუილი.

სინამდვილეში ძალიან წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი აღმოჩნდა გარდაცვლილის ქალიშვილი, რომელმაც განაცხადა, მართალია მიტინგზე ვიყავი, მაგრამ მე არავის ვუცემივარ და დედაჩემი ჩემს საშველად კი არა თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად მოდიოდაო.

ამიტომ კიდევ ერთხელ ნახეთ და დარწმუნდით თუ როგორი არის რეალური სახე "დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის" მებრძოლი, სინამდვილეში კი სისხლზე და ფულზე დახარბებულ-დანატრებული ე.წ. ორფეხა გიენების.“-წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
არქივი