გია აბაშიძე-ნაცპროპაგანდა ავსული, ლეშიჭამია არსებებისგან შედგება, რომლებიც ნებისმიერი ტრაგედიით მანიპულირებენ და ხალხის ემოციებზე უბინძურესად თამაშობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 07 დეკემბერი 2024, 15:35
„ნაცპროპაგანდა ავსული, ლეშიჭამია არსებებისგან შედგება, რომლებიც ნებისმიერი ტრაგედიით მანიპულირებენ და ხალხის ემოციებზე უბინძურესად თამაშობენ. უსამშობლო კი არა და სულდაკარგულნი არიან ის არარაობები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, ოღონდ მათი რევანშისტული გეგმები აღსრულდეს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე. გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალბატონის შვილის პოსტს აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ პიარისთვის მისი ტკივილის გამოყენება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია. „ნაცპროპაგანდა ავსული, ლეშიჭამია არსებებისგან შედგება, რომლებიც ნებისმიერი ტრაგედიით მანიპულირებენ და ხალხის ემოციებზე უბინძურესად თამაშობენ. უსამშობლო კი არა და სულდაკარგულნი არიან ის არარაობები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, ოღონდ მათი რევანშისტული გეგმები აღსრულდეს. ბოროტებას რომ წარმატება არასდროს უწერია, ამას მტკიცებაც არ ესაჭიროება. გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ქალის შვილი, თამუნა კუბლაშვილი აცხადებს: „ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა, ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!"-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
არქივი