დავით ქართველიშვილი: ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში არც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო საერთოდ არ იყო ნახსენები, რაც ოფიციალური თბილისის პოზიციას კიდევ უფრო ამართლებს და აძლიერებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 05 დეკემბერი 2024, 14:05

იმის მაგივრად, რომ შემდგომი წლები მოლაპარაკებების თემა დაინტერესებული მხარის ხელში მუდმივი ზეწოლისა და შანტაჟის წნეხად იქცეს, ყველამ: საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საკუთარი რეფორმების "მამიდებს" მიხედონ და 2028 წელს ამ სფეროში მიღწეული შედეგების მიხედვით წარდგნენ ევროინტეგრაციის გზაზე ფინიშისკენ მიმავალ მონაკვეთზე, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მიერ მოწყობილ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში არც უკრაინა და არც მოლდოვა საერთოდ არ იყო ნახსენები, რაც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეზე მიუთითებს.

„ანტონიუ კოშტამ, ევროპული საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, თავისი თანამდებობაზე ყოფნის მესამე დღეს, ბრიუსელში ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა გამართა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის მნიშვნელობას. შეხვედრის დროს არ იქნა ნახსენები სერბეთი. საუბარი მხოლოდ ორ ქვეყანას - მონტენეგროსა და ალბანეთს შეეხო. მოლაპარაკების პროცესი ამ პირველთან - 2026 წელს, ხოლო ალბანეთთან - 2027 წელს დასრულდება. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო ევროპული დიპლომატიის ახალმა კომისარმა კაია კალასმა და ახალმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მართა კოსმა. დავანებოთ თავი საქართველოს, მაგრამ ზოგადად ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში არც უკრაინა და არც მოლდოვა საერთოდ არ იყო ნახსენები, რაც ოფიციალური თბილისის პოზიციას კიდევ უფრო ამართლებს და აძლიერებს - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
არქივი