ლევან ნიკოლეიშვილი: ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, როგორც კი ამოღებულ იქნა სხვადასხვა საშუალებები - პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, დააპატიმრეს ექსტრემისტები, აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 05 დეკემბერი 2024, 11:36

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს და კონკრეტული პირების დაკავებას ეხმიანება.

მისი განცხადებით, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, ამოიღეს პიროტექნიკა თუ ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები", აქცია მშვიდობიანი გახდა. ასევე ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებიც საკმაოდ შეშინებულები იყვნენ.

"ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, როგორც კი ამოღებულ იქნა სხვადასხვა საშუალებები (პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და სხვა), დააპატიმრეს ექსტრემისტები აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო. ოპოზიციის ლიდერებიც საკმაოდ შეშინებულ-შეფუცხუნებულები იყვნენ, ასეა, როცა სახელმწიფოს ემტერები, კრახი გარდაუვალი გაქვს." - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი