ვიქტორ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე: საკუთარი შვილები გადამალული ჰყავს და სხვის შვილებს ეძახის აქციაზე, სადაც შეიძლება დაზიანდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 04 დეკემბერი 2024, 22:45
პარლამენტის წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, მოწოდებები ბავშვების მიმართ, რომ აქციაზე გავიდნენ სამარცხვინოა. ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი შვილები უსაფრთხოდ ჰყავს გადამალული, სხვის შვილებს კი მოუწოდებს აქციაზე გავიდნენ, სადაც შესაძლოა დაზიანდნენ. დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საკუთარმა ამომრჩეველმაც უნდობლობა გამოუცხადა და ახლა მისი პრეზიდენტობის ვადაც გადის.

„ის, რაც ჩვენმა ე.წ პრეზიდენტმა განაცხადა არის წარმოუდგენელი.
საკუთარი შვილები გადამალული ჰყავს და სხვის შვილებს ეძახის აქციაზე, სადაც შეიძლება დაზიანდნენ.  ვინც აირჩია ეს ქალბატონი პრეზიდენტად, უკვე  უნდობლობა გამოუცხადეს. მინდა მივმართო, როგორც დედას - არ გრცხვენიათ ქალბატონო სალომე?  დღეს მასში დედა ვერ დავინახე. როგორ შეიძლება  არასრულწლოვანებს, ბავშვებს მოუწოდო გამოდითო აქციაზე, სადაც შეიძლება დაშავდნენ. საზღვარი აქვს ყველაფერს, ქართველები ვართ ჩვენ და რაღაცებს ჩვენს თავს არ ვაკადრებთ. ოთხი პარასკევი დარჩენია, 14 - ში ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს და დასრულდება მისი დრო,“- აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა
მამუკა მდინარაძე: ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია - ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებს
ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან
არქივი