თუ ევროპარლამენტი აცხადებს, რომ იყო დარღვევები არჩევნებთან დაკავშირებით, მე მათი არ მჯერა! ისინი მიკერძოებულები იყვნენ, მხარ უჭერდნენ ოპოზიციას და მათი ხელის ბიჭები დამარცხდნენ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ლუბოშ ბლაჰამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან ევროპარლამენტი მკაცრად გააკრიტიკა საქართველოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო.
„არ მესმის საქართველოს პრეზიდენტის ქცევა და ასევე საქართველოს ოპოზიციის. ისინი სავარაუდოდ ძალას გრძნობენ, რომ ევროკავშირი მათ მხარს უჭერს, მაგრამ ფაქტია, რომ დემოკრატიის მთავარ პრინციპს არღვევენ. ასევე უნდა აღვნიშნოთ უპასუხისმგებლო ქცევა ევროპული პარლამენტის მხრიდან. ორი კვირით ადრე არჩევნებამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებდა მმართველ პარტიას მისი პოლიტიკის გამო, მიღებული კანონების გამო. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს მიკერძოებული, არ უნდა იყოს ნეიტრალური. მათ მისია გამოაგზავნეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, მაგრამ ეს მისია ვერ იქნებოდა ობიექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. თუ ევროპარლამენტი აცხადებს, რომ იყო დარღვევები არჩევნებთან დაკავშირებით, მე მათი არ მჯერა! ისინი მიკერძოებულები იყვნენ, მხარ უჭერდნენ ოპოზიციას და მათი ხელის ბიჭები დამარცხდნენ. ევროპარლამენტი ახლა ვეღარ იტყვის, რომ პატივს სცემენ არჩევნების შედეგებს. დემოკრატია არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და არ მესიამოვნა ევროპარლამენტის პოლიტიკა. რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველოს არ შეუძლია მიიღოს ოჯახის დაცვის კანონი. ჩვენ გვინდა ოჯახები დავიცვათ, რა არის ამაში არაბუნებრივი? ნეოლიბერალური პროგრესირებადი იდეოლოგიის, ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ თქვენი [სუვერენული უფლებაა] ასეთი ზომები მიიღოთ. არასამთავრობოებს სურთ მაიდანი მოაწყონ თქვენ ქვეყანაში და ვხედავთ ახლაც ამის შედეგებს. სოროსისა და სხვა ფონების მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები მაიდანის მოწყობას ცდილობენ, რადგან არ მოსწონთ დემოკრატიული არჩევნების შედეგები. მე არ მწამს, რომ ევროკავშირი იმპერიის მსგავსად უნდა იქცეოდეს, თქვენ ევროკავშირის კოლონია არ ხართ, თქვენ უნდა დაიცვათ სუვერენიტეტი. თუ წააგებთ ამ ბრძოლას, დაკარგავთ სუვერენიტეტს და იქნებით ევროპის სუპერ სახელმწიფოს კოლონია. იბრძოლეთ თქვენი ღირებულებებისთვის, სუვერენიტეტისთვის, პატივისცემისთვის. დამერწმუნეთ, თუ ევროკავშირის გზას გაჰყვებით, ჩაგითრევენ ომში რუსეთის წინააღმდეგ და იქ თქვენ დაიღუპებით და არა ისინი. იდექით ძლიერად.
მე ვიყავი ევროპარლამენტში როდესაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. მხოლოდ 12 პიროვნება იყო წარმოდგენილი პლენარულ სესიაზე, 12 ადამიანი იყო 700 ადამიანისთვის განკუთვნილ დარბაზში. ევროპარლამენტარებს თქვენ არ აღელვებთ, მათ უდნათ, რომ მოიქცეთ როგორც კოლონია და თუ პრობლემები გექნებათ, თითსაც არ გაანძრევენ თქვენს დასახმარებლად. თქვენ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ და სუვერენული ქვეყანა იყოთ, ეს არის გადარჩენის ერთადერთი შანსი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |