ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით ალეკო ელისაშვილი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 04 დეკემბერი 2024, 22:34

ტელეკონპანია „იმედის“ ინფორმაციით, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას ალეკო ელისაშვილი ხელით შეეხო, რის შედეგადაც იგი წაიქცა და გონება დაკარგა. მისი თქმით, იგი კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში შედიოდა, როდესაც მას ზურგიდან შეძახილები მოესმა - „ეს არის, ეს არაკაცი! ეს არის „ქართული ოცნების“ მონა! რუსის მონები!“

ბაბაევის განმარტებით, მის ზურგს უკან იდგა ალეკო ელისაშვილი, რომელმაც მას ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შეაგინა და შემდეგ ხელით შეეხო, რის შედეგადაც იგი წაიქცა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა
მამუკა მდინარაძე: ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია - ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებს
ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან
არქივი