17
04 დეკემბერი 2024, 22:32
პარლამენტის წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რადიკალების ქმედებებზე საქართველოს სამართალდამცავების პასუხს აფასებს. მისი თქმით, ევროპა არის კანონ ის უზენაესობა და თუ ვინმეს ევროპაში უნდა, მაშინ კანონსაც უნდა დაემორჩილოს. ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. დეპუტატმა ევროპული ქვეყნების სამართალდამცავების ქმედებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართული პოლიცია ამ მეთოდებს არ იყენებს და მათ მაღალი დონე აჩვენეს. ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ძალადობა კარგი არ არის, იყო გარკვეული გადაცდომები სამართალდამცავების მხრიდან, თუმცა ეს გადაცდომები აქციის მონაწილეების ქმედებებით იყო გამოწვეული. ამასთან, დეპუტატმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს.
„ევროპა, ჩემს განსაზღვრებაში არის კანონის უზენაესობა. თუ ევროპა უნდათ, დაემორჩილონ კანონს და თუ კანონსაწინააღმდეგოს ჩადიან რამეს, უნდა შეეგუონ, რომ პასუხსაც მიიღებენ. ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და პასუხიც არ მოსთხოვონ? ბრიტანულმა პატრულმა ცხენებით გადაუარა ხალხს, ბელგიურმა პატრულმა ძაღლებს დააგლეჯინა ხალხი, ეს ხომ არ ხდება ჩვენთან? ჩვენ ეს არ გვინდა, რა თქმა უნდა. მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს სამართალდამცავებს, რომ მასტერკლასი ჩაატარეს. გადაცდომა იყო, მაგრამ ესეც რაც აქციის მონაწილეებმა ჩაიდინეს იმაზე გასცეს პასუხი. ძალადობა არაა მოსაწონი. მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცავებს, რომ ქვეყანა დგას ფეხზე და ხელისუფლება არის თავის ადგილზე,“- აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |