ირაკლი კობახიძე - ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი პირდაპირ გვემუქრებოდა ქართული „მაიდნით“, უკვე ძალიან ნათელია, რომ ეს იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 04 დეკემბერი 2024, 21:37

უკვე ძალიან ნათელია, რომ ქართული „მაიდნის“ იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს უკვე მეოთხე მცდელობა იყო მათი მხრიდან, ვისაც „მაიდანი“ უნდოდა მოეწყო ქვეყანაში.

„ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი პირდაპირ გვემუქრებოდა ქართული „მაიდნით“. ამ იდეას განხორციელება არ უწერია! ქართული „მაიდნის“ ორგანიზების მეოთხე მცდელობა ჩავარდა. ამდენად, ვერ ვხედავთ რაიმე არსებით რისკს ჩვენი ქვეყნისთვის. პროტესტი ქუჩებში გრძელდება, მაგრამ არსებითად კლებადია ხალხის რაოდენობა. ახლა ოთხჯერ ნაკლები ადამიანი გამოდის გარეთ, ვიდრე 5-6 დღის წინ. ჩვენ ძალიან ეფექტურად შეგვიძლია, ვმართოთ სიტუაცია. სახელმწიფო ძალიან ძლიერია; სამართალდამცავი ორგანოები ძალიან ძლიერი გვყავს და ამიტომ იქნება ყველაფერი ძალიან კარგად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა
მამუკა მდინარაძე: ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია - ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებს
ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან
არქივი