პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულორ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 04 დეკემბერი 2024, 21:31

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს - დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.

შამათავას განმარტებით, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული, ბრალი და დანაშაულის სახე.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ასევე, ალტერნატივის სახით კი გირაო 5000-5000 ლარის ოდენობით შესთავაზეს.

ორივე ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ამასთან ორივე მათგანი თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დაკავების მომენტში მათ მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 დეკემბერს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა
მამუკა მდინარაძე: ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია - ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებს
ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან
არქივი