მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მეტროდან ამოსული მოქალაქეების ნაწილს ჩხრეკდნენ, ასევე ამოწმებდნენ ჩანთებს და პარკებს.
როგორც პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ახდენენ მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებას, რის უფლებასაც მათ „პოლიციის შესახებ“ კანონი აძლევთ.
„ეს ჩხრეკა არ არის, ზედაპირული დათვალიერებაა. ყველა არ მოწმდება. ზედაპირული გადამოწმება, ანუ საწინააღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. კანონი პოლიციის შესახებ, 22-ე მუხლი. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა: პირველი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა - პოლიციას უფლება აქვს გადაამოწმოს მოქალაქე. ზედაპირული დათვალიერება წლების განმავლობაში ხდება. ამის შესაძლებლობას გვაძლევს კანონი. არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, ოპერატიული და არ გვაქვს უფლება ამაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა სამართალდამცავმა.
რეიდის ფარგლებში, რამდენიმე წუთის წინ, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. აღნიშნულის გამო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსაც და აქციის მონაწილეებს შორის კონფლიქტი იყო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |