თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ტრამპთან დაკავშირებული პოლიტიკოსები არ არიან რეალური ძალა, მაგალითად კიმბერლი ლოუ, რომელმაც ოპოზიციისთვის არასასურველი განცხადება გააკეთა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 04 დეკემბერი 2024, 15:47

კიმბერლი ლოუ, ქალი რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში წარმომადგენლად განიხილება, არავინააო - ამბობს ქართული ოპოზიცია. ამიტომ მათთან მაქვს ლეგიტიმური კითხვა: პოლიტიკური მნიშვნელობით ხატია დეკანოიძეა ანგარიშგასაწევი ძალა და კიმბერლი ლოუ არა?! ან ლიაკა ხოშტარია რუსეთის პირდაპირი აგენტია ანგარიშგასაწევი ძალა და ტრამპის გუნდის წევრი კიმბერლი ლოუ არა?!- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კიმბერლი ლოუზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ტრამპთან დაკავშირებული პოლიტიკოსები არ არიან რეალური ძალა და ცდილობენ დააკნინონ მასთან პოლიტიკურად დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის, კიმბერლი ლოუ, რომელმაც ოპოზიციისთვის არასასურველი განცხადება გააკეთა. ინფორმაციისთვის კიმბერლი ლოუმ გააკეთა განაცხადი, რომლის თანახმადაც, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება და ისინი აპირებენ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში.

„კიმბერლი ლოუ, ქალი რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში წარმომადგენლად განიხილება, არავინააო - ამბობს ქართული ოპოზიცია. ამიტომ მათთან მაქვს ლეგიტიმური კითხვა: პოლიტიკური მნიშვნელობით ხატია დეკანოიძეა ანგარიშგასაწევი ძალა და კიმბერლი ლოუ არა?! ან ლიაკა ხოშტარია რუსეთის პირდაპირი აგენტია ანგარიშგასაწევი ძალა და ტრამპის გუნდის წევრი კიმბერლი ლოუ არა?! ქართული ოპოზიცია დღეს არის რეპუტაციულად ჩარეცხილი, გაკოტრებული, გამარგინალებული ძალა რომელიც გარედან იმართება როგორც მარიონეტი და კოლექტიური დასავლეთის მიერ გაწერილ გეგმას და სცენარს მიჰყვება. ის რასაც ვხედავთ ქალაქის ქუჩებში არის აკერმანის გეგმა რომელსაც კანვასის წევრები ზედამხედველობენ! ფერადი რევოლუციების პოლიტიკური ინსტრუქტორებიც კი უკვე უფრთხიან ტრამპის მოსვლას, ანგარიშს უწევენ მის პოლიტიკურ იმიჯსა და შესაძლებლობებს და მასთან დაკავშირებულ ყველა ძალას და ქართული ოპოზიცია ჯინიანი ბავშვივით ფეხების ბაკუნით ამტკიცებს, რომ ტრამპთან დაკავშირებული პოლიტიკოსები არ არიან რეალური ძალა და ცდილობენ დააკნინონ მასთან პოლიტიკურად დაკავშირებული ყველა პირი, მაგალითად კიმბერლი ლოუ, რომელმაც ოპოზიციისთვის არასასურველი განცხადება გააკეთა. ის სწორედ გაკეთებული განცხადებით გახდა ოპოზიციისთვის მიუღებელი და მათ დაიწყეს მასზე ინფორმაციული შეტევა. მათი ლოგიკით ხატია დეკანოიძე პოლიტიკოსია და კიმბერლი ლოუ არა,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია
ზურაბ ქადაგიძე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?
დავით პაიჭაძე: მე ვუშვებ, მომდევნო ხელისუფლება სააკაშვილს გაასამართლებს იმის გამო, რომ 2007 წლის ნოემბერში არ მიაყენა ბულდოზერები და მიწასთან არ გაასწორა TV IMEDI-ს შენობა
მიშო ჯავახიშვილი: სიმღერით მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის, არასდროს დაყოფა და სიძულვილი, არასდროს უკან დახევა და შიში - ეს საქმე ეროვნულია
რატი იონათამიშვილი ნანა დიხამინჯიაზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე
არქივი