დავით ქართველიშვილი კიმბერლი ლოუს და დონალდ ტრამპის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს - “ნაცებო” ეს არის "ვიღაც ქალი"? მარცხის მიღებაც ხომ უნდა შეგეძლოს ოდნავ მაინც "ღირსეულად", თუ სიტყვა "ღირსება" "მშვიდობასთან" ერთად თქვენს ლექსიკონში "რუსულთან" არის გაიგივებული?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 04 დეკემბერი 2024, 15:25
ეს არ არის, ნაცებო, ის "ვიღაც ქალი", რომელსაც ტრამპი "არც კი იცნობს"? - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, რესპუბლიკელი პოლოტიკოსის, კიმბერლი ლოუს შესახებ, რომლის დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

ის მიმართავს ხელისუფლების ოპონენტებს, რომ მარცხის მიღება ოდნავ მაინც "ღირსეულად" შეძლონ, თუ მათთვის სიტყვა "ღირსება" "მშვიდობასთან" ერთად "რუსულთან" არ არის გაიგივებული.
“ეს არ არის, ნაცებო, ის "ვიღაც ქალი", რომელსაც ტრამპი "არც კი იცნობს"? თუ ეს არის ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი სავარაუდო ძირითადი საყრდენი ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ და სტრატეგიულ მიმართულებაზე? ანუ - ეს არის "ვიღაც ქალი" და ხატია დეკანოიძეა - "პროსტო ქალი"? მე მხოლოდ ხატიას და არსენ ავაკოვის ალერსით აღსავსე საერთო სურათები მაქვს - ამ ფოტოს ის ფოტოსესია ხომ არ "დავუპირისპირო"? მარცხის მიღებაც ხომ უნდა შეგეძლოს ოდნავ მაინც "ღირსეულად"? თუ სიტყვა "ღირსება" - "მშვიდობასთან" ერთად თქვენს ლექსიკონში "რუსულთან" არის გაიგივებული? მოუთმენლად ველი "რუს" პრეზიდენტ ტრამპთან, მის "რუსულ ადმინისტრაციასთან" და მათ მიერ "რუსული კანონების" შემოღებასთან თქვენს გარდაუვალ შეგუებას ველოდები. უბრალოდ, ეს შეგუება თქვენი უკიდურესად გაგიჟების ყველაზე გაშმაგებულ ფირმაში აისახება თუ "უწყინარი" კოგნიტური დისონანსისა თუ "ლაით" ბიპოლარულ აშლილობაში - საკითხავი მხოლოდ ესაა...” - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
არქივი