მარკ რუტე - გვაწუხებს, რაც საქართველოში ხდება, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 04 დეკემბერი 2024, 13:01
ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და ნატო-სთან. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას ნებისმიერი მხრიდან, ეს მიუღებელია“, – განაცხადა რუტემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი