საფრანგეთში OECD-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში GCCA-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 04 დეკემბერი 2024, 11:57

საფრანგეთში, ქ. პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ კონკურენციის გლობალურ ფორუმზე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და ამავე სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 23-ე გლობალურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა ლევან კალანდაძე თემაზე: „GCCA-ს როლი უთანასწორობის დაძლევაში", ხოლო გიორგი ქედელიძემ პრეზენტაცია გააკეთა თემაზე „კონკურენცია სურსათის მიწოდების ჯაჭვში“.

ღონისძიება გახსნა OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენიმ. ყოველწლიურად, ფორუმი აერთიანებს მაღალი რანგის კონკურენციის უწყებების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

დღის წესრიგის თანახმად, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, მთავარი განხილვის საგანს წარმოადგენდა - კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკის, ტენდენციების, მიღებული შედეგების, გამოწვევის გაზიარება და სამომავლო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მონაწილეებმა მიმოიხილეს - კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები, სურსათის მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი მუშაობის სპეციფიკა, რისკ-ფაქტორები და პრევენციული ღონისძიებები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: თქვენ ევროკავშირის კოლონია არ ხართ, თქვენ უნდა დაიცვათ სუვერენიტეტი. თუ წააგებთ ამ ბრძოლას, დაკარგავთ სუვერენიტეტს და იქნებით კოლონია - იბრძოლეთ თქვენი ღირებულებებისთვის, სუვერენიტეტისთვის, პატივისცემისთვის
ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით ალეკო ელისაშვილი დააკავეს
ვიქტორ ჯაფარიძე: ევროპა არის კანონის უზენაესობა და თუ ევროპა უნდათ, დაემორჩილონ კანონს. ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და პასუხიც არ უნდა მოეთხოვოთ?
„ქორთიარდ მერიოტთან" დაპირისპირება მოხდა
მეუფე იობი: ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ქვეყანა - სამწუხაროა, ამ პროცესებში სასულიერო პირები რომ ერთვებიან და არასწორ პოზიციას აფიქსირებენ, ეს არის საშინელება
არქივი