რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ავტობუსის გაჩერების და რამდენიმე მაღაზიის შუშა დააზიანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 04 დეკემბერი 2024, 10:55

რუსთაველის გამზირზე, სადაც დასუფთავების სამსახურმა მუშაობა უკვე დაასრულა, ერთ-ერთ ტერიტორიაზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი.

ჩამსხვრეულია ავტობუსის გაჩერების შუშები, ასევე რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა და ფანჯრები.

თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქციის მეექვსე დღე იყო გუშინ. დემონსტრაცია საღამოს 19:00 საათზე დაიწყო, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, დაახლოებით საღამოს 23:00 საათისთვის გაისმა უკვე გაფრთხილება მოქალაქეების მიმართ, მას შემდეგ რაც მომიტინგეთა ერთმა ნაწილმა, პარლამენტის შენობის მიმართულებით, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული, პიროტექნიკა და სხვადასხვა სახის ბლაგვი საგნები ისროლა.

საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თინა ბოკუჩავა - გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს ოფისში შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ
ირაკლი კობახიძე - ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი პირდაპირ გვემუქრებოდა ქართული „მაიდნით“, უკვე ძალიან ნათელია, რომ ეს იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება
ირაკლი კობახიძე - ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დიდი იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულორ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
არქივი