ზურაბ ქადაგიძე მომიტინგეებს-ქუჩაც გადაკეტილია და მიტინგიც მიმდინარეობს, ერთი პოლიციელი მოვიდა, ხელი შეგიშალათ? ეგ არის მშვიდობიანი პროტესტი. აი, როცა ასი ნიღბიანი ექსტრემისტი ასაფეთქებლებს ესვრის ძალოვნებს, ეგ დანაშაულია, რომელიც აუცილებლად აღსაკვეთია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 03 დეკემბერი 2024, 22:04
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება. როგორც ქადაგიძე წერს, ქუჩაც გადაკეტილია და მიტინგიც მიმდინარეობს- სწორედ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, ხოლო, როცა ასი ნიღბიანი ექსტრემისტი სხვადასხვა საგნებს ესვრის სამართალდამცავებს, ეს უკვე დანაშაულია. „მიხვედით, გააპროტესტეთ, ქუჩაც გადაკეტილია და მიტინგიც მიმდინარეობს, ხომ? ერთი პოლიციელი მოვიდა, ხელი შეგიშალათ? ანუ, ეგ არის მშვიდობიანი პროტესტი, უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, როდესაც განსაკუთრებით გიცავენ ქართველი პოლიციელები, რომ თქვენი უფლება იყოს დაცული. აი, როცა საიდანღაც გამოხტება ასი ნიღბიანი ექსტრემისტი ახალგაზრდა, ააწყობს ბარიკადებს, ტომრებიდან გამოაძრობს პირო-ტექნიკას, ჩაქუჩებს, ასაფეთქებლებს და ესვრის ძალოვნებს, ეგ უკვე დანაშაულია, ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც აუცილებლად აღსაკვეთია! 2×2=4“ -წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
არქივი