ალექსანდრე დარახველიძე: 143 პოლიციელია დაზარალებული აქციის ფარგლებში. აქციის მონაწილეები ძალიან მძიმე საშუალებებს იყენებენ პოლიციელების მიმართ. განსაკუთრებით საშიშია პიროტექნიკის გამოყენება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 03 დეკემბერი 2024, 20:42

აქციის მონაწილეები ძალიან მძიმე საშუალებებს იყენებენ პოლიციელების მიმართ. განსაკუთრებით საშიშია პიროტექნიკის გამოყენება დარწმუნებული ვარ, აქციის მონაწილეების მხრიდან იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოწოდებები და შეწყვეტენ მსგავს ქმედებებს,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

„143 პოლიციელია დაზარალებული აქციის ფარგლებში. სამწუხაროდ ძალიან მძიმეა ის ფაქტები, რაც ხდება აქციაზე. თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, იმისთვის რომ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. საზოგადოებამ იხილა ძალიან მძიმე კადრები იმ დაშავებული პოლიციელების, რომლებსაც დამწვრობა აქვთ სხეულის სხვა და სხვა არეში. ზოგიერთ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. სამი მათგანი დღესაც გადის მკურნალობა. საზოგადოება ხედავს, რომ აქციის მონაწილეები ძალიან მძიმე საშუალებებს იყენებენ პოლიციელების მიმართ. განსაკუთრებით საშიშია პიროტექნიკის გამოყენება, ის იწვევს ძალიან მძიმე დაზიანებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოწოდებები, რომელსაც ვაკეთებთ აქციის მონაწილეების მხრიდან იქნება გათვალისწინებული, რომ შეწყვიტონ მსგავსი ძალადობრივი შედეგები".- განაცხადა დარახველიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: რადიკალებში არსებობს საკრალურ მსხვერპლთან (ბავშვთან) დაკავშირებული გეგმა, ამიტომ, ნუ დაუჯერებთ საქართველოს მტერსა და აგენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს
ბენილუქსის ერთ-ერთი ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - მიმაჩნია, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობა კვლავ დაძაბულობის მომტანი იქნება
რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ავტობუსის გაჩერების და რამდენიმე მაღაზიის შუშა დააზიანეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
არქივი