სამხედრო მდგომარეობის შემოღების შემდეგ სამხრეთ კორეაში პოლიტიკური აქტივობა აიკრძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 03 დეკემბერი 2024, 20:30
სამხედრო მდგომარეობის შემოღების შემდეგ სამხრეთ კორეაში პოლიტიკური აქტივობა აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამხედრო მდგომარეობის შესახებ განკარგულება შემდეგ ზომებს შეიცავს:

აკრძალულია ყველა პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის ეროვნული კრების, ადგილობრივი საბჭოებისა და პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური გაერთიანებების, მიტინგებისა და დემონსტრაციების ჩატარება.
აკრძალულია ყველა ქმედება, რომელიც უარყოფს ან ცდილობს დაამხოს ლიბერალური დემოკრატიული სისტემა, ხოლო ყალბი ამბები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და ცრუ პროპაგანდა აკრძალულია.
აკრძალულია გაფიცვები, სამუშაოების შეჩერება და აქციები, რომლებიც იწვევს სოციალურ ქაოსს.
მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მან მიმართა ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად.

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი მძევლად აიყვანეს, რათა ქვეყანა კრიზისში ჩაეგდოთ.

„სამხედრო მდგომარეობას ვაცხადებ, რათა დავიცვა თავისუფალი კორეის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან, რათა აღმოიფხვრას პრო-ჩრდილოკორეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც ძარცვავენ ჩვენი ხალხის თავისუფლებასა და ბედნიერებას. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი კონსტიტუციური წესრიგი“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ელჩი ავსტრალიაში: ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია
სოზარ სუბარი: რადიკალებში არსებობს საკრალურ მსხვერპლთან (ბავშვთან) დაკავშირებული გეგმა, ამიტომ, ნუ დაუჯერებთ საქართველოს მტერსა და აგენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს
ბენილუქსის ერთ-ერთი ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - მიმაჩნია, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობა კვლავ დაძაბულობის მომტანი იქნება
რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ავტობუსის გაჩერების და რამდენიმე მაღაზიის შუშა დააზიანეს
არქივი