მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და მართლწესრიგი სუფევდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილს სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რომლის მიხედვითაც, „გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეებმა ოთხი ადამიანი შენიშნეს მანქანაში და ეგონათ პოლიციელები, ამის გამო ჩაუმტვრიეს მანქანას მინები, თავს დაესხნენ ამ ოთხ ადამიანს. ისინი არ იყვნენ პოლიციელები და იყვნენ უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც ისხდნენ მანქანაში. ასეთ ინციდენტებზე როგორია თქვენი შეფასება“.
„სამწუხაროდ, ეს დამახასიათებელია იმ პროცესებისა, როდესაც არც თუ ისე ცოტა ადამიანი მთელი თბილისის მასშტაბით ცდილობს, პროცესები ამოაგდოს ნორმალური კალაპოტიდან, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მშვიდობიანი იყოს, ნაკლები მართლწესრიგი სუფევდეს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში. ასეთ დროს ასეთი გაუგებრობები თუ „ნებსითი“ შეცდომები შეიძლება ხშირად ვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური. ეს არ არის ის, რისი ხილვაც დედაქალაქის ქუჩებში სურს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას. ამიტომ რასაკვირველია, კიდევ ერთხელ უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს და ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, ასევე, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და მართლწესრიგი სუფევდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |