თამთა მეგრელიშვილი: პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, „თავებს" ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 03 დეკემბერი 2024, 11:46

„ტრუპი თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა"! ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც! პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, „თავებს" ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის აქციიდან გავრცელებული სკანდალური ჩანაწერის შესახებ, სადაც მსხვერპლის აუცილებლობაზეა საუბარი.

მეგრელიშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ შეარყევს გადატრიალებისთვის დაწყებული ეს საშიში თამაში, მაგრამ ყველა პირი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

მისივე თქმით, ძალიან მკაცრად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ რადგან ის რაც ხდება დიდი ხანია გასცდა პროტესტის სამართლებრივ მნიშვნელობას და არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

„ტრუპი თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა"! ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც! პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, "თავებს" ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ. მათ საგანგებო გადამზადებისას რევოლუციის მოწყობის თეორიული ნაწილი კარგად აითვისეს, პრაქტიკულ ნაწილში კი ნაკლი აქვთ, მსხვერპლზე ვერ ჩამოყალიბდნენ- ორსული ქალი, მოხუცი თუ ბავშვი?! ასევე ამ საქმის შემსრულებელი საზოგადოებაში დიდი მუხტისათვის სპეცნაზელი უნდა იყოს! რთული საჭიროებაა, მაგრამ მათ საქმეს ასე სჭირდება,საჭიროა რაღაც დიდი... ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ შეარყევს გადატრიალებისთვის დაწყებული ეს საშიში თამაში, მაგრამ ყველა პირი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და ძალიან მკაცრად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ რადგან ის რაც ხდება დიდი ხანია გასცდა პროტესტის სამართლებრივ მნიშვნელობას და არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სახელმწიფო იცავს მშვიდობას! მეორე მხარეს უნდა ომი! სახელმწიფო იცავს უსაფრთხოებას! მეორე მხარეს უნდა მსხვერპლი! დროული რეაგირებით უნდა აღიკვეთოს დესტრუქციულთა მიზანი მათ მზაკვრულ მიზნებს ევროპელობის მოთხოვნით შესწირონ მსხვერპლი!“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი