95
03 დეკემბერი 2024, 10:38
სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. მათ ურიგებენ ამფეტამინებს რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა... მათ ურიგებენ ამფეტამინებს თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |