დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოზე გარე ძალები ისევე ძალადობენ, როგორც ქვეყნის შიგნით ქვის მსროლელები - პოლიციაზე და „მეშაშხანეები" - საკანონმდებლო ორგანოზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 02 დეკემბერი 2024, 15:14

„ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას ვერავინ შეაჩერებს. ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, დიდი ამრევებიც და პატარა ავანტიურისტებიც. სიმშვიდის ზიანი და „რევოლუციური თამაშები" არავის ეპატიება!" - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რადიკალები თავიანთი ქმედებებით ევროინტეგრაციის მშვიდობიან გზას ხერგავენ.

დიმიტრი ხუნდაძე არეულობის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზეც წერს და აცხადებს, რომ თუ აქციების ფორმა განსხვავებულია, შინაარსი იგივე რჩება - რევოლუციური სცენარით ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

„საქართველოზე გარე ძალები ისევე ძალადობენ, როგორც ქვეყნის შიგნით ქვის მსროლელები - პოლიციაზე და „მეშაშხანეები"-საკანონმდებლო ორგანოზე. ფორმაა განსხვავებული, მიზანი კი გარედანაც და შიგნიდანაც, ქვეყნის მორჩილება და ნგრევაა.
„მაედანიზაცია" არ დავუშვით ჩვენ და რევოლუციის სურვილს არ თმობენ ისინი. სწორედ ამის გამო არ სურდათ გამჭვირვალობის კანონი, რომ შავი ფულით თავისუფლად ეფინანსებინათ მეტი „მოლოტოვის კოქტეილი" და მეტი პიროტექნიკა ბრძოლის ველის შესაქმნელად.
ევროპელობის ძახილით ქართულს სპობენ და ევროინტეგრაციის მშვიდობიან გზას თავად ხერგავენ.
ტრამპის ინაუგურაციამდე სურთ მოასწრონ გატეხონ ქართული პრინციპულობა და ომის სცენარი საქართველოდან მოქმედებაში მოიყვანონ.
ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას ვერავინ შეაჩერებს. ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, დიდი ამრევებიც და პატარა ავანტიურისტებიც. სიმშვიდის ზიანი და „რევოლუციური თამაშები" არავის ეპატიება!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
ლევან ჭოტორლიშვილი: გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი ბანკროტობაა იმ ძალების, რომლებსაც ეყრდნობიან და ქართველების ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე
ედიშერ გვენეტაძე: „მგელი არ მოიშლის მგლობას“ - ამას ადასტურებს კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ. სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი
არქივი