ზაალ ანჯაფარიძე: აშშ, რომლის წარმავალმა პრეზიდენტმა საკუთარი ვადა იმით დაასრულა რომ კორუფციაში ჩაფლული საკუთარი შვილი შეიწყალა, ჩვენ გვიტარებს დემოკრატიის გაკვეთილებს - თანხებიდან, რაც აშშ-მა საქართველოში დახარჯა, ლომის წილი მოხმარდა აქაური აგენტურის გამოზრდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 02 დეკემბერი 2024, 14:05
სტრატეგიული პარტნიორობა, თუ სწორად და ზუსტად გავიგებთ ცნება "სტრატეგიულის" მნიშვნელობას, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რაც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობდა. საქართველოს აშშ-მ არ მისცა სავაჭრო ურთიერთობების კეთილდღეობის რეჟიმი, ჩვენს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა აშშ-ში ვიზების მისაღებად, არ გვაქვს აშშ-სთან პირდაპირი ფრენები და ა.შ.,  - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.

ანჯაფარიძის განცხადებით, იმ თანხებიდან, რაც 32 წლის მანძილზე აშშ-მა საქართველოში დახარჯა, დიდი ნაწილი მოხმარდა აქაური აგენტურის გამოზრდას, რომლებიც დღემდე რომ კმაყოფაზე ჰყავთ. მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, ისევე როგორც სხვა აქტები, მიმართულია სწორედ საპროტესტო აქციებზე გამოსული აშშ-ის აგენტურისთვის.

"აშშ, რომლის წარმავალმა პრეზიდენტმა საკუთარი ვადა იმით დაასრულა რომ თხემით ტერფამდე კორუფციაში ჩაფლული საკუთარი შვილი შეიწყალა და დამსახურებული სასჯელისგან იხსნა (სხვა "მარგალიტებზე" არაფერს ვამბობ) ჩვენ გვიტარებს დემოკრატიის გაკვეთილებს, რაც მათი აზრით სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაში უნდა გამოიხატებოდეს. ააყვირეს მათი აქაური აგენტურა, რომ ეს თურმე ჩვენდამი აშშ-ს მეგობრობის გამოხატულება არისო.
სტრატეგიული პარტნიორობა, თუ სწორად და ზუსტად გავიგებთ ცნება "სტრატეგიულის" მნიშვნელობას, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რაც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობდა. საქართველოს აშშ-მ არ მისცა სავაჭრო ურთიერთობების კეთილდღეობის რეჟიმი, ჩვენს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა აშშ-ში ვიზების მისაღებად, არ გვაქვს აშშ-სთან პირდაპირი ფრენები და ა.შ. 
იმ თანხებიდან ($6მლრდ), რაც 32 წლის მანძილზე აშშ-მ საქართველოში დახარჯა, ლომის წილი მოხმარდა აქაური აგენტურის თუ კონტრელიტის გამოზრდას და დაფინანსებას, დღემდე რომ კმაყოფაზე ჰყავთ.
ხოლო სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, ისევე როგორც სხვა აქტები მიმართულია სწორედ საპროტესტო აქციებზე გამოსული მათი აგენტურისთვის ახალი სულის შთაბერვისკენ, მათაც მყისიერად აიტაცეს ეს.
ნამდვილად არ მგონია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციაში წაკითხულიდან ან ნათქვამიდან შინაარსის გამოტანა უჭირდეთ. საქართველოში ევროპულ კურსზე უარი არავის უთქვამს." -  წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
არქივი