დავით ქართველიშვილი: რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ამ მარტივ მოცემულობებს - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, ვეღარ შეცვლიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 01 დეკემბერი 2024, 23:44

ერთი წამით არ გაიფიქროთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს „უსუსურობას“ თუ „გაურკვევლობას“. იმ დოზებით მინიშნებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიგებთ - გააზრებისთვის სავსებით საკმარისია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. კერძოდ, ექსპერტი აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს ტაქტიკური ბრძოლა და ხელისუფლებას საზოგადოების მხრიდან მეტი ნდობა სჭირდება.

„დღეს უამრავი გზავნილი მივიღე მესეჯერით. ძირითადი პათოსი ეხებოდა საინფორმაციო დეფიციტს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. იყო უამრავი დასტური იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი „კონტრ-ცუნამი“ სრულ მზადყოფნაშია. ამის საჭიროება არაა მეგობრებო. მიმდინარეობს ტაქტიკური ბრძოლა, რომლის ცალკეული ელემენტების გასაჯაროება მოწინააღმდეგის წისქვილს აამუშავებს. მეტი ნდობა და რწმენა - საჭადრაკო დაფაზე მათი „ჩაპაევის“ წინააღმდეგ მოქმედებაშია მოყვანილი სულ სხვა ფიგურები.

ერთი წამით არ გაიფიქროთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს „უსუსურობას“ თუ „გაურკვევლობას“. იმ დოზებით მინიშნებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიგებთ - გააზრებისთვის სავსებით საკმარისია. დღეს ერთ-ერთს ჰქონდა ადგილი პრემიერის ბრიფინგზე - აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის გუნდის წევრებთან შედგა არაფორმალური კომუნიკაცია და მორიგი უახლოეს მომავალშიც შედგება. თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაცია ინფორმირებულია ხელისუფლების მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ამ მარტივ მოცემულობებს - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, ვეღარ შეცვლიან. ამ პერიოდის ხორცშესხმამდე ჩვენ უბრალოდ გვმართებს ამ თავსმოხვეულ „ჩაპაევში“ საკუთარი საჭადრაკო პარტია მოვიგოთ. და ეს პარტია უკვე ამოქმედებულია - მის ცალკეულ დეტალებს ჩვენ ამოვიცნობთ კიდეც და საჭიროების შემთხვევაში, განვმარტავთ, უბრალოდ მეტი ნდობა და მეტი რწმენა.

ყოველდღიურად იმატებს სპეცსამსახურების წიაღში შემუშავებული კლასიკური ოპერატიული დეზინფორმაციის ოთხივე სახეობა - ისწავლეთ მათი ამოცნობა. გამოაგორეს ილონ მასკის „გამანადგურებელი“ ტვიტი? არ დაიზაროთ - შედით მის ოფიციალურ გვერდზე და დარწმუნდით, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. აღშფოთებული რესპუბლიკელების სახელით შეშფოთებული განცხადებები შეგხვდათ? ვიცნობდეთ ამ ნეოკონების გვარებს: ჯო უილსონი, ლინდსი გრემი თუ ადამ კიზინგერი, რომლებიც ერთპარტიულობის მიუხედავად, ტრამპის გუნდის წევრებს არ წარმოადგენენ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი „დაუძინებელი მეგობარი“ ჯონ მაკკეინიც რესპუბლიკელი იყო.

მოკლედ, იმედი, რწმენა და ნდობა არ მოგიშალოთ უფალმა ღმერთმა. ვისაც სულიერი გაძლიერება გსურთ - მარხვა დაიწყეთ, თუ ჯერ არ დაგიწყიათ. თუ მარხულობთ, მაგრამ თქვენც იგივე გჭირდებათ - ლოცვა გააძლიერეთ. მათ შორის იმაზე, რომ ქვეყანაში არ ჰქონდეს ადგილი ძალადობას, პოლიტიკური მიზნებისთვის „რიტუალურ მსხვერპლშეწირვას“, გახლეჩილი ოჯახების პოლარიზებას და ა.შ. გვფარავდეს უფალი და დედა ღვთისმშობელი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია
ზურაბ ქადაგიძე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?
დავით პაიჭაძე: მე ვუშვებ, მომდევნო ხელისუფლება სააკაშვილს გაასამართლებს იმის გამო, რომ 2007 წლის ნოემბერში არ მიაყენა ბულდოზერები და მიწასთან არ გაასწორა TV IMEDI-ს შენობა
მიშო ჯავახიშვილი: სიმღერით მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის, არასდროს დაყოფა და სიძულვილი, არასდროს უკან დახევა და შიში - ეს საქმე ეროვნულია
რატი იონათამიშვილი ნანა დიხამინჯიაზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე
არქივი