სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, აქციის მონაწილეები კი პოლიციელებს პიროტექნიკას ესვრიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 01 დეკემბერი 2024, 22:18

სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, თავად აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრის.

 პოლიცია წყლის ჭავლს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად, პარლამენტის წინ, ორივე მხრიდან იყენებს და პარლამენტის წინა პერიმეტრს ამ გზით ასუფთავებს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: "მონებო, მონებო". ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამასთან, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ანათებენ ლაზერებს და ისვრიან სხვადასხვა საგნებს.

შეკრებილებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. უკვე მე-4 დღეა, მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის - ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ფიქრებია - ვიქნები და ვიქნები
შალვა პაპუაშვილი გიორგი ისაკაძეზე: ეს ადამიანი საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. ის გაურიგდა სააკაშვილს და ტყუილ სქემაში მიიღო მონაწილეობა, რომ გაეკოტრებინათ ბანკი „ქართუ“
შალვა პაპუაშვილი: 29 დეკემბერს გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები
შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეო - როცა ის კადრულობს იმას, რომ ოპოზიციის მიტინგზე დგება, ასე რომ შეგილახავს შენს სუვერენიტეტს, თქმა კი არა, ქმედებებიც არის განსახორციელებელი
არქივი