პირველი არხი: მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას. კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 01 დეკემბერი 2024, 21:36

პირველი არხი იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, - აღნიშნულია პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება.

კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა.

ერთადერთი დაპირება, რაც მივეცით ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ პირველი არხი იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რატი იონათამიშვილი: კარგად ვიცით, რომ რადიკალების ბიბლიაცა და კონსტიტუციაც კანვასის ტრენინგების მოდულებია, აკერმანის სახელმძღვანელოები და მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშები - ამ სცენარების გადმოტანა ქართულ რეალობაში ვერ განხორციელდება
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესი იქნება, აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
არქივი