ვაჟა სირაძე - პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, ვინმე თუ გასცდება კანონის ჩარჩოებს, მოქალაქე იქნება თუ პოლიციელი, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 01 დეკემბერი 2024, 21:25

პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და თუ ვინმე გასცდება კანონის ჩარჩოებს, მოქალაქე იქნება თუ პოლიციელი, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, პოლიციის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი.

„პოლიცია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაამყაროს მშვიდობა. იყო გარკვეული ინციდენტები, რა დროსაც დაზიანდა ძალიან ბევრი პოლიციელი, ასევე დაზიანდნენ მოქალაქეები. შესაბამისად, არსებობს უწყებები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის ზომებს, დაწყებული იქნება გამოძიება და ყველაფერს მიეცემა თავისი სამართლებრივი მსვლელობა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია, როცა რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებებს ვაწყდებით. პოლიცია აქ არ არის იმისთვის, რომ ვინმეზე იძალადოს, პირიქით, ჩვენი ამოცანა და მთავარი მიზანია, რომ აქცია დავაწყნაროთ, იყოს მშვიდი და წესრიგი იყოს ქალაქში. გარკვეული პირები, რომლებიც დესტრუქციულად არიან განწყობილი, ახდენენ სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებას, თან ორგანიზებულად და მომზადებულად, რის შესახებაც პოლიციას ინფორმაცია აქვს და ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. თითოეული ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, ვინც პოლიციელზე ახორციელებს თავდასხმას, ვინც აზიანებს შენობებს და იქნება გატარებული შესაბამისი ზომები მათ მიმართ. მათ შორის იმ ორგანიზატორების მიმართ, ვინც მათ მართავს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე, რომელიც ჩადენილი იქნება, ეს იქნება პოლიციელი, თუ მოქალაქე, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ვაჟა სირაძის განმარტებით, აქციის მონაწილეებს არავინ უშლის პროტესტის გამოხატვას, მაგრამ აქცია უნდა მოექცეს მშვიდობიან ჩარჩოებში.

„არ უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედებები, როგორიცაა შუშების ჩამტვრევა, მათ შორი  საწვავის შესხმა შენობის შიგნით, ალბათ ნახეთ, შენობის შიგნით სხვადასხვა ოთახს ცეცხლი წაუკიდეს, ყველაზე სამწუხარო რაც იყო, შეტყობინებაზე გასულ სამაშველო სამსახურს გადაუგდნენ და ა.შ. ხელი შეუშალეს მუშაობაში. თითოეული პოლიციელი, ეს სამსახურები ემსახურებიან საზოგადოებას.

აქციის დაწყებისთანავე უკვე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა ძალადობრივი ქმედებები, როგორიცაა სხვადასხვა საგნის მტვრევა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე, საწვავის შესხმა და ცეცხლის წაკიდება, რის გამოც ორი პირი იქნა დაკავებული, ასევე დაწყებულია გამოძიება ქონების დაზიანების მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და აქცია არ გასცდეს კანომით დადგენილ ჩარჩოებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
კონსტანტინე გამსახურდია გეგა მგალობლიშვილის განცხადებაზე: ბუნკერში ისხდნენ ჰიტლერი და სადამი, ეს სიტყვა შემოაგდო 91 წლის პუტჩისტურმა პროპ - ნაგავმა და ამას რომ გაიმეორებ
არქივი