აქციის დაწყებისთანავე გარკვეულმა პირებმა განახორციელეს უკანონო მოქმედებები, ჩვენ მიერ მოხდა რეაგირება და ამ ეტაპზე ორი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 01 დეკემბერი 2024, 20:31

აქციის დაწყებისთანავე უკვე გარკვეულმა პირებმა განახორციელეს უკანონო მოქმედებები. კერძოდ, პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნის სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე მოხდა შუშების ჩამსხვრევა, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში. ჩვენ მიერ მოხდა რეაგირება და ამ ეტაპზე ორი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.

მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით.

მისივე თქმით, შს სამინისტროს დანაყოფები ადგილზე მობილიზებული, რათა დაიცვან კანონი.

„მას შემდეგ რაც გასცდება გარკვეული პირების მხრიდან ქმედებები კანონის ჩარჩოებს, შს სამინისტრო იძულებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს ზომები გამოიხატება გარკვეული პირების დაკავებით და იმ პროპორციული ძალის გამოყენებით, რაც ყოველდღიურად ხორციელდება“, - აღნიშნა სირაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული პირები პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, ამტვრევენ შუშებს, ქალაქის ინფრასტრუქტურას, რაც დაუშვებელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
კონსტანტინე გამსახურდია გეგა მგალობლიშვილის განცხადებაზე: ბუნკერში ისხდნენ ჰიტლერი და სადამი, ეს სიტყვა შემოაგდო 91 წლის პუტჩისტურმა პროპ - ნაგავმა და ამას რომ გაიმეორებ
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი