იტალიური გაზეთი Il Fatto Quotidiano: რუმინეთისა და საქართველოს შემთხვევები - როდესაც დასავლეთს არ მოსწონს დემოკრატია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 01 დეკემბერი 2024, 20:00

იტალიური გაზეთი Il Fatto Quotidiano საქართველოსა და რუმინეთში გამართულ არჩევნებს ეხმაურება სტატიაში სათაურით „რუმინეთისა და საქართველოს შემთხვევები - როდესაც დასავლეთს არ მოსწონს დემოკრატია“.

„რუმინელებმა არჩევნებში ხმა გასულ კვირას მისცეს, დღეს ისევ ხმას აძლევენ და ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, გააუქმოს თუ არა ყველაფერი. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში რუმინეთი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩავარდა და ქუჩებში დიდი საპროტესტო აქციების მოლოდინი ჩნდება. როგორც ჩანს, ბრიუსელის ყველაზე დიდი შეშფოთება მხოლოდ არჩევნების შედეგია“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები, დაპატიმრებებითა და დაშავებულებით, საქართველოში უკვე დღეების განმავლობაში იმართება.

„ხუთშაბათს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. რუმინეთისგან განსხვავებით, საქართველოში მმართველი პარტია ბოლო არჩევნების შედეგად არ შეცვლილა. პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რითაც დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ ხანგრძლივი დომინირების პერიოდი“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპონენტები დაადანაშაულა რევოლუციის შეთქმულებაში, 2014 წლის „მაიდანის“ საპროტესტო აქციების სცენარით.

„საქართველოში „მაიდანის“ სცენარი ვერ განხორციელდება. საქართველო სახელმწიფოა და სახელმწიფო ამას, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პოზიციები უფრო „კონსერვატიული და ნაციონალისტური“ გახდა, საქართველოს მთავრობა ბრიუსელისთვის „მტერი და საფრთხე“ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესი იქნება, აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
არქივი