შალვა პაპუაშვილი-ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 01 დეკემბერი 2024, 19:22
ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე ჩვენ გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა. შემდეგ ითქვა, რომ დაელაპარაკებოდნენ ავტორებს თუ ამ მისიის ხელმძღვანელობას- ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა, თუმცა შედეგთან დაკავშირებით არავინ არაფერს გვეუბნება“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 


შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებთან  დაკავშირებულ განცხადებას იხსენებს და აცხადებს, რომ რატომღაც ამ განცხადებას და მათ შორის, თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის, პია კაუმას განცხადებას, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ახლა ყველა გვერდს უვლის, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს. 


„ჩვენ ვნახეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პია კაუმას განცხადება, რომელიც გახლდათ ამ მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ვნახეთ მისი განცხადება, მისი შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იმეორებს იმ მიგნებებს, რაც ჰქონდა ეუთო/ოდირს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველა აქტორს შეეძლო თავისუფლად ეწარმოებინა კამპანია, ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანი, რომელიც შეეძლო გაკეთებინა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ეს ეუთო/ოდირისგან და რატომღაც ამას ყველა გვერდით ატარებს და ევროპელი კოლეგებისგან რეაქციებს ვერ ვხედავთ, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს, რასთან გვაქვს საქმე“-აღნიშნა პაპუაშვილმა. 



„საერთაშორისო სტანდარტით ეუთო/ოდირი არის ის, რომლის ობიექტურობის მიმართ კითხვები არ ისმის ხოლმე, ყველა სხვა დანარჩენთან არის ეს კითხვები. არჩევნების მეორე დღეს, როდესაც ეუთო/ოდირის მისიის პრესკონფერენცია გაიმართა, ვნახეთ ეუთო/ოდირის შეფასება, მანამდე შუალედური შეფასება ვნახეთ წინასაარჩევნო გარემოზე, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო შეფასებული, როგორც მშვიდი და კონკურენტული“ და იქ ყველა კრიტიკოსი გაჩუმდა ჩვენი არჩევნების. მეორე დღეს ვნახეთ უკვე არჩევნების დღესთან დაკავშირებული წერილობითი დასკვნა  და მოვისმინეთ მისიის ხელმძღვანელის ზეპირი განცხადებები.  როგორც ეუთო/ოდირის წერილობით დასკვნაში, ისე მისიის ხელმძღვანელის ზეპირ განმარტებაში ჩვენ მოვისმინეთ და ამოვიკითხეთ შემდეგი, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველას შეეძლო ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია თავისუფლად, რომ ამომრჩეველს ჰქონდა დიდი არჩევანი და რომ ამის შედეგად არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. აი ეს არის ის ფორმულა, რაც ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირისგან და წავიკითხეთ მის დასკვნაში. და რა ვნახეთ ამის შემდეგ?! ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ დავინახეთ რომ მიდის შეტევა ეუთო/ოდირზე. მათ შორის, მოვისმინეთ ევროპარლამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც ეჭვი შეიტანა ეუთო/ოდირის დასკვნის ობიექტურობაში. მანამდე სანამ ეს დასკვნა იქნებოდა, არჩევნებამდეც ვნახეთ როგორ აალაპარაკეს ადგილობრივი ოპოზიცია, გვარამია და გიორგი გახარია, რომლებმაც წინსწრებით თქვეს, რომ მათთვის განმსაზღვრელი არ არის ეუთო/ოდირის დასკვნა. გახსოვთ, ჟურნალისტები უსვამდნენ მათ კითხვას- ეუთო/ოდირი თუ იტყვის, რომ არჩევნები შედგა, აღიარებთ თუ არა? ისინი  გაურბოდნენ ამ კითხვას და ამბობდნენ, რომ მთავარი განმსაზღვრელი არის ხალხი და ა.შ. ეს ძალიან საეჭვო გარემოება არის და ამას უნდა დაუფიქრდეს საზოგადოება. მათ შორის, შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიისგან თუ ზოგადად ევროკავშირისგან, რომ მათ დაგეგმილი ჰქონდათ და აპირებდნენ შეხვედროდნენ ეუთო/ოდირის დელეგაციის ხელმძღვანელობას და მათგან პირადად მოესმინათ თუ როგორი შეფასება ექნებოდათ არჩევნებში. გაიგეთ ვინმემ ეს შეხვედრა შედგა თუ არა? სინამდვილეში შეხვედრა შედგა და ჩვენ საჯაროდ არაფერი გვითხრეს იმ შეხვედრაზე რა ითქვა და რა მოისმინეს ეუთო/ოდირისგან. წესით ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ უნდა მოგვესმინა ევროკავშირისგან, რომ ახლა უკვე პირადადაც მოისმინეთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელობისგან პირადი შეფასებები და განმარტებები და ველოდებით თქვენს დასკვნას, რა დასკვნა გამოგაქვთ აქედან. ამის შემდეგ არის სრული შტილი და სიჩუმე და ეს არის საეჭვო სიჩუმე, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
კონსტანტინე გამსახურდია გეგა მგალობლიშვილის განცხადებაზე: ბუნკერში ისხდნენ ჰიტლერი და სადამი, ეს სიტყვა შემოაგდო 91 წლის პუტჩისტურმა პროპ - ნაგავმა და ამას რომ გაიმეორებ
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი