გიორგი გამსახურდია საპროტესტო აქციაზე 10 უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებაზე: ივანოვის და რუსული ფულით დაფინანსებული „ნაციონალური მოძრაობა" დღემდე, რუსების ხელით უპირისპირდება დღევანდელ ეროვნულ, არჩეულ ხელისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 30 ნოემბერი 2024, 21:51

ივანოვის და რუსული ფულით დაფინანსებული „ნაციონალური მოძრაობა" დღემდე, რუსების ხელით უპირისპირდება დღევანდელ ეროვნულ, არჩეულ ხელისუფლებას. ეს გარეწრები, ჩვენ გვდებენ ბრალს რუსეთუმეობაში! აი ამ ხალხის პატრონი პოლიტიკური ძალა და ამ ისტორიის მქონე! - წერს გიორგი გამსახურდია და 2024 წლის 29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 10 უცხო ქვეყნის მოქალაქის სიას ავრცელებს.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მთლიანი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ლიდერშიფი მოქალაქეთა კავშირის პირდაპირი მემკვიდრეები არიან.

„მთლიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერშიფი, არიან მოქალაქეთა კავშირის პირდაპირი მემკვიდრეები. ისევე როგორც მოქალაქეთა კავშირი პირდაპირ ბმაშია 1991 წლის პუტჩის შემოქმედებს ლიდერშიფთან.
პუტჩი საქართველოში მოაწყო, დააფინანსა რუსეთმა, ადგილობრივი კრიმინალების მეშვეობით და მაშინდელი მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის თანხმობით. რუსეთის მიერ შექმნილი პუტჩისტები, მათი შვილები და ოჯახის წევრები, დღესაც იგივეს განაგრძობენ. ივანოვის და რუსული ფულით დაფინანსებული "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე, რუსების ხელით უპირისპირდება დღევანდელ ეროვნულ, არჩეულ ხელისუფლებას. ეს გარეწრები, ჩვენ გვდებენ ბრალს რუსეთუმეობაში! აი ამ ხალხის პატრონი პოლიტიკური ძალა და ამ ისტორიის მქონე!

2024 წლის 29-30 ნოემბერს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა და იზოლატორში შესახლდა 10 უცხო ქვეყნის მოქალაქე:

1. 1998 წელს დაბადებული მიხაილ მოროსინ (რუსეთის მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 29 ოქტომბერს;

2. 1994 წელს დაბადებული ივან პილიაკინ (რუსეთის მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 04 სექტემბერს;

3. 1992 წელს დაბადებული ⁠ნიკ ლოლაძე (აშშ-მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 10 მარტს;

4. 1999 წელს დაბადებული ⁠ვადიმ ბაშაკინ (რუსეთის მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 11 მაისს;

5. 2000 წელს დაბადებული ⁠იაროსლავ ლოსკოტ (რუსეთის მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 29 სექტემბერს;

6. 1987 წელს დაბადებული ⁠მაქსიმ მოსტოვოი (რუსეთის მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 04 ნოემბერს;

7. 1999 წელს დაბადებული ევგენი მურავიცკი (ბელორუსიის მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 05 თებერვალს;

8. 1992 წელს დაბადებული იგნატ კოვალევ (რუსეთის მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 08 მაისს;

9. 1979 წელს დაბადებული ⁠სერგეი პაშჩენკო (რუსეთის მოქალაქე),
ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 15 მაისს;

10. 1969 წელს დაბადებული ვალერი ბოგომოლოვი", - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
ირაკლი კობახიძე: როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები უკრაინული „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც, ამ კოორდინირებული ქმედების მიზანია ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ნიკა გვარამია - ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს
მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
არქივი