სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ აქციებზე მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას - დესტრუქციული ქმედებები განხილული იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის ფარგლებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 30 ნოემბერი 2024, 20:33

პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სუს-ი მოუწოდებს საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, „გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და აცხადებს, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში.

„ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რის შესახებაც წინმსწრებად არაერთხელ ვაცნობეთ საზოგადოებას.

ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის დანაშაულებრივი სცენარის და მისი განხორციელების თაობაზე, ჩვენ არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას საქმეზე დართული მტკიცებულებების ნაწილი, რომელთა მოპოვება განხორციელდა საქმეზე ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით," - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა
ირაკლი კობახიძე: 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი
ირაკლი კობახიძე: ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ოთხი პოლიტიკური პარტიის სათავეშია, მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, მომდევნო არჩევნების თარიღია 2028 წლის 28 ოქტომბერი
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ენდობა პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას - მჯერა თქვენი სოლიდარობის 29 დეკემბერს და მერეც, ახალ არჩევნებამდე!
არქივი