გიორგი გამსახურდია: რომ არ ყოფილიყო ვახტანგ გომელაური, ის გუნდი, რომელიც მართავს შსს-ს, მივიღებდით ვანო მერაბიშვილის 26 მაისს, 7 ნოემბერს. ჩვენ თუ ვნახეთ ერთი წაქცეული ადამიანი, მაგათ დროს ახალგაზრდები ქუჩებში იხოცებოდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 30 ნოემბერი 2024, 19:21

რომ არ ყოფილიყო ვახტანგ გომელაური აღნიშნულ თანამდებობაზე, რომ არ ყოფილიყო ის გუნდი, რომელიც მართავს შსს-ს და უმრავლესობა ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ხალხი, მივიღებდით ვანო მერაბიშვილის 26 მაისს, 7 ნოემბერს, ან გიორგი გახარიას 20 ივნისს, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, ეს არ არის სიტყვები, ეს ფაქტებით დასტურდება.

„ჩვენ თუ ვნახეთ ერთი წაქცეული ადამიანი, მაგათ დროს მთელი საქართველო იყო წაქცეული, ახალგაზრდები ქუჩებში იხოცებოდნენ, იხვრიტებოდნენ და ამით ამაყობდა მათი მთავარსარდალი საპარლამენტო ტრიბუნიდან“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

ამასთან მისივე თქმით, ყველანაირ ძალადობას გმობს საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.

„პირადად მე ვგმობ, როდესაც წაქცეულ ადამიანს, რასაც არ უნდა ამბობდეს ის და რასაც არ უნდა აკეთებდეს, გამორიცხულია მას ხელით შევეხოთ და ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ სხვა პოლიციელების ქმედებები.

აქციის დაშლისას როდესაც ეგზალტირებული ბრბო ზემოთ ჩამოთვლილ ყველანაირ საგანს იყენებს, იქ ცოტა ძნელია თმენის ვალდებულების ფარგლებიდან არ გამოხვიდე. არ ვიძახი, რომ ამან მასიური ხასიათი უნდა მიიღოს, მაგრამ თითო ოროლა შემთხვევაც, ჩემთვის პირადად და ჩვენი კოლექტივისთვის ეს დასაგმობია. ყველა მხრიდან ამაზე გაკეთდა შესაბამისი განცხადება. ანუ, ეს მათი მხრიდან სპეკულაციის საგნად ვერ გამოდგება და ვერ გადაფარავს იმ ძალადობას, რაც მათ მოიმოქმედეს ქართული პოლიციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რატი იონათამიშვილი: კარგად ვიცით, რომ რადიკალების ბიბლიაცა და კონსტიტუციაც კანვასის ტრენინგების მოდულებია, აკერმანის სახელმძღვანელოები და მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშები - ამ სცენარების გადმოტანა ქართულ რეალობაში ვერ განხორციელდება
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესი იქნება, აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
არქივი