ზურაბიშვილს დარჩა 5 პარასკევი, ასე რომ მას მომავლის პერსპექტივა აღარ ესახება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 30 ნოემბერი 2024, 00:37
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და ანიშნა, რომ ლიდერად ჩამოყალიბების  პოლიტიკური მომავალი მას აღარ გააჩნია. მიზეზად კი, დეპუტატი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დარჩენილ მცირე დროს ასახელებს. 

დიმიტრი ხუნდაძე შეეხო ასევე ექს-პრეზიდენტის შეწყალების შესაძლებლობას და განმარტა, რომ ზურაბიშვილი ამ დისკრეციას ვერ გამოიყენებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი ერთ განაჩენზე შეწყალების შემთხვევაში, სხვა მიმდინარე საქმეების გამო, კვლავ საპყრობილეში დარჩება. 

„ზურაბიშვილის მომავალი არის 5 კვირიანი. დღეს პარასკევია, იყო 6 და დარჩა 5 პარასკევი, ისე რომ მას არავითარი პერსპექტივა ამ კუთხით დროშიც აღარ ესახება. მაგრამ,  ის საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი რომ არ იყო, ეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოჩნდა. მას რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებს. თუმცა, ამისთვის მას დრო უბრალოდ არ რჩება. 
ზურაბიშვილი აუცილებლად შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ პირველი, რატომაც არ გააკეთა ეს, იყო ის, რომ თვითონ უნდა შემდგარიყო ლიდერად, რაც ვერ მოხერხდა. ახლა სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან შეწყალების შემთხვევაში ის საპყრობილიდან ვერ გამოვა," -  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის - ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ფიქრებია - ვიქნები და ვიქნები
შალვა პაპუაშვილი გიორგი ისაკაძეზე: ეს ადამიანი საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. ის გაურიგდა სააკაშვილს და ტყუილ სქემაში მიიღო მონაწილეობა, რომ გაეკოტრებინათ ბანკი „ქართუ“
შალვა პაპუაშვილი: 29 დეკემბერს გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები
შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეო - როცა ის კადრულობს იმას, რომ ოპოზიციის მიტინგზე დგება, ასე რომ შეგილახავს შენს სუვერენიტეტს, თქმა კი არა, ქმედებებიც არის განსახორციელებელი
არქივი