ალექსანდრე დარახველიძე: დაზიანებულია ჩვენი არაერთი თანამშრომელი, რამდენიმე მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც. მათი ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და სჭირდებათ მკურნალობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 29 ნოემბერი 2024, 19:07

საზოგადოება გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ხედავდა იმ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ სჩადიოდნენ. ჩვენ, პოლიციის კორდონები ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩის მიმდებარედ გვყავდა განთავსებული, თუმცა მხოლოდ ერთ მიმართულებაზე იყო მხოლოდ დაძაბული ვითარება, - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ .

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ისროდნენ სხვადასხვა საგანს.

„იყო ქვების სროლა, მათ შორის იყო შემთხვევა,. როდესაც ბოთლში ქვებს ყრიდნენ და იმას ისროდნენ, ასევე ისროდნენ საღებავებსა და კვერცხებს. პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ. დაზიანებულია არაერთი თანამშრომელი, რამდენიმე მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც. მათი ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და სჭირდებათ მკურნალობა, დაზიანებები აქვთ თავის არეში, რაც გამოწვეულია ნივთების სროლის შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ ჩაჯდნენ იმ კანონიერ ფარგლებში, რაც არის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებისგან“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესი იქნება, აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
არქივი