მამუკა მდინარაძე ევროკავშირზე - დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს - თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 29 ნოემბერი 2024, 16:01

ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი! - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, მისივე თქმით, ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე. მანვე აღნიშნა, რომ „ამავე დროს ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და “შეშფოთება” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც იმედის ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია“.

„1. ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!

კიდევ უფრო მოკლედ:

ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ

მგონი რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს!

  1. ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე.

ამავე დროს, ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და “შეშფოთება” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც იმედის ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი - ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე - მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს
თამთა მეგრელიშვილი: მოქალაქეებო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ გართმევთ, როცა მშვიდად დგახართ და საპოლიციო ძალებს თავს არ ესხმით თქვენი მისამართით ძალას არავინ იყენებს და პირიქით მათი დაცვის მთავარი ობიექტი ხართ
ნინო ფოჩხუა: ბევრი ადამიანი დგას აქციაზე, რომელიც წყნარად, მშვიდად გამოხატავს თავის პროტესტს, მაგრამ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომელთა ქმედებაც, მხოლოდ აქციის ნორმებს კი არა, ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს სცილდება
ლევან ნიკოლეიშვილი-თუ კანონს არ არღვევ, წყლის ჭავლიც არ გხვდება-რა მარტივი ჭეშმარიტებაა, უბრალოდ დროზე თუ მიხვდები. ახლა როცა ლიდერები ისევ რადიკალიზმზე გიბიძგებენ და მერე ქრებიან, იმდენი მაინც მოახერხეთ წყლის ჭავლის დროს წინ ისინი აიფარეთ
დავით ჩიხელიძე: მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დაცულია, აგრესია შობს აგრესიას, აქციის მონაწილეები თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ ისინი ნახავენ, რომ მათ არავინ ერჩის!
არქივი