ზურაბ ქადაგიძე: „ქართულ ოცნებას“ ქართველმა ხალხმა მანდატი მიანიჭა იმისათვის, რომ საგარეო თუ საშინაო საფრთხეებისგან დაიცვას ქვეყანა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია - ვერავინ შეძლებს შანტაჟით საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 28 ნოემბერი 2024, 20:32

ძალიან ზუსტი, დროული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ! დიახ, შანტაჟი, რომელსაც ევრო-დეპუტატთა ნაწილი, ევროპის სახელმწიფოების ზოგიერთი ელჩი, უცხო ქვეყნის პარლამენტების მაღალჩინოსნები მიმართავენ, ჩამოდიან საქართველოში და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწყობენ საბოტაჟს, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ევროპელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

როგორც მან აღნიშნა, პირველი მკაფიო ნაბიჯი ქართული საზოგადოების უსაფრთხოებისათვის გადადგმულია - ვერავინ შეძლებს შანტაჟითა და ინსინუაციებით, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას.

„ძალიან ზუსტი, დროული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ! დიახ, შანტაჟი, რომელსაც ევრო-დეპუტატთა ნაწილი, ევროპის სახელმწიფოების ზოგიერთი ელჩი, უცხო ქვეყნის პარლამენტების მაღალჩინოსნები მიმართავენ, ჩამოდიან საქართველოში და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწყობენ საბოტაჟს, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. დღეს კიდევ ერთხელ, უსინდისობისა და ამორალურობის გამოვლინება იყო, ევრო-დეპუტატთა შეთითხნილი რეზოლუცია, სადაც საქართველოს არა როგორც სახელმწიფოდ არამედ, როგორც მათ უკანა ეზოდ და დაბალ ღობედ აღიქვამენ. სააკაშვილის გათავისუფლებაზე გაჰყავთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა და იმავე ინსინუაციებს მიმართავენ, რასაც ბოლო წლებია - დაგასანქცირებთ, ფინანსებს შეგიჩერებთ, ვიზალიბერალიზაციას შეგიზღუდავთ თუ ჩვენ ნება-სურვილზე არ ივლითო. სწორედ ასეთი ბატონყმური დამოკიდებულებისა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობისთვის, მკაფიო მხარდაჭერითა და უპრეცედენტო აქტივობით მივიდა ქართველი ხალხი არჩევნებზე, რათა მხარი დაეჭირა სუვერენული, ღირსეული საქართველოსთვის. „ქართულ ოცნებას“, ქართველმა ხალხმა მანდატი მიანიჭა იმისათვის, რომ ყველანაირი საგარეო თუ საშინაო საფრთხეებისგან დაიცვას ქვეყანა. ჰო და პირველი მკაფიო ნაბიჯი, ქართული საზოგადოების უსაფრთხოებისათვის გადადგმულია - ვერავინ შეძლებს შანტაჟითა და ინსინუაციებით, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
არქივი