გიორგი გახარია - რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა - პასუხისმგებლობას ამ ღალატში მონაწილე ვერცერთი პირი ვერ გაექცევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 28 ნოემბერი 2024, 19:39

გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით , - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“.

„გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგან ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“, - წერს გიორგი გახარია.

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესი იქნება, აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
არქივი