ირაკლი კობახიძე: თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას, ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, ხელი შევუშალოთ პოლარიზაციის ტენდენციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 28 ნოემბერი 2024, 00:12

მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ პოლარიზაციას, რადიკალიზმს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მთავარი გარანტი ზეპარტიულობაა.

„თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში.

გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას.

მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაცი3ის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Sky News: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების და პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშე, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შალვა პაპუაშვილი: გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება - ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: თუ ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი - აბსურდს ამტკიცებენ
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დანახულია ისე, რომ არიან „დიდი ძმები," ჩამოვიდნენ აქ და „პატარა ძმებს" ჭკუა გვასწავლონ
არქივი